რეგისტრირებული კავშირი “მშობელთა ხიდი”
ტელ: 2 39 99 66; 5 77473440;
ელ. ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
1. კავშირი შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების, პროფესიონალების, ამ კატეგორიის ბავშვებთან მომუშავე პერსონალის - ფსიქოლოგების, ინიციატივით. დაარსების თარიღი -1999 წ. საინიციატივო ჯგუფი. 2002 წლის ივნისში კავშირმა მიიღო იურიდიული სტატუსი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდებისათვის ინკლუზიისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა.
· სტუდიის მისამართი -ჩიქობავას #29 (ყოფილი საბჭოს ქუჩა);
· ტელ. (995 32) 39 99 66; (995 77) 47 34 40
· ელ. ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ;
· ვებ. გვერდი “www.specialneeds.ge” მომზადების პროცესშია.
· საკონტაქტო პირი: თეონა ყაჭეიშვილი - კავშირის თავმჯდომარე;
· ეთერ მელაძე - სტუდიის მთავარი პედაგოგი, კავშირის დამფუძნებელი 893984095;
ისტორია: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლების 4 კაციანი ჯგუფი, რომელთაც არ აკმაყოფილებდათ მათი შვილების სასწავლო და სოციალური პირობები გაერთიანდნენ. ერთ-ერთი ბავშვის ბებიამ და ფსიქოლოგმა 3 წელი (2000-2003 წწ.) იმუშავეს მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლის ინტეგრირებულ ჯგუფში. სადაც შაბათ-კვირას 14 ბავშვს ასწავლიდნენ სიმღერასა და ხატვას. მალე საგანთა რიცხვს დაემატა დრამთერაპია და ფიზთერაპია. ბავშვებსაც და მშობლებსაც მოტივაცია მოემატათ, მსურველთა რაოდენობაც გაიზარდა.. სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივ ბიზნესმენებთან ლობირებისა და ორგანიზაცია “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” დაფინანსებით სკოლის ბაზაზე შეიქმნა “ღია სტუდია”. აქ 41 ბავშვს სისტემატიურად უტარდებათ: მუსთერაპია, დრამთერაპია, არტთერაპია, ოკუპაციური თერაპია, ლოგორითმიკა და ფიზთერაპია. ბენეფიციერებთან მუშაობას მონიტორინგს უწევს მულტიდისციპლინარული გუნდი ექიმის, ფსიქოლოგის, პედაგოგისა და ოკუპაციური თერაპევტის შემადგენლობით.
ამ წლების განმავლობაში ორგანიზაციამ განახორციელა შემდეგი პროექტები:
· “მუსიკის მოყვარულთა კლუბი” - საპენსიო ფონდის დაფინანსებით. 2003წ.;
· სარეაბილიტაციო დღის ცენტრი “ღია სტუდია” - 2004 წ ქ. თბილისის “ გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” დაფინანსებით.;
· სკოლის ღია სპორტული მოედანი - ქალაქის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით - 2004წ.;
· “ღია სარკმელი საზოგადოებაში” - ვილნიუსის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ დაფინანსებით. - 2005წ.;
· ინტეგრირებული სათამაშო კომპლექსი ქალაქის სკვერში - ორგანიზაცია “ჩვენი ეზო” და “საერთაშორისო ქალთა ორგანიზაციის” დაფინანსებით;
· “გადალახვა“ - სპორტული უნარების განვითარება - შვეიცარული განვითარების სააგენტო - 2006წ.;
· “მწვანე ხიდი” -შპს “კოკა-კოლა ბოთლრზ ჯორჯია” -მოზარდების დასაქმება ქ. თბილისის სკვერების გამწვანება-დასუფთავების საქმეში.
· დღის ცენტრი “ღია სტუდია” - “სახელმწიფო დასაქმებისა და სოციალური დახმარების სააგენტო” - 2007წ. და 2008 წელს “ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო”;
· პირველი ინტეგრირებული სპორტული დარბაზი-იაპონიის საელჩოს დაფინანსებით.-2008 წ.-2009
2. ორგანიზაციის მისიაა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (ბავშვთა, მოზარდთა, მოზრდილთა) საზოგადოებაში ინტეგრაცია!
3. ხედვა: საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი პირობებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნა.
4. სტრატეგია:
· შშმპ-თა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება;
· შშმპ-თა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება;
· შშმპ-თა რეაბილიტაცია;
· ტრენინგ-სემინარების ჩატარება.