განსაკუთრებულ ბავშვებს – განსაკუთრებული ყურადღება
ფსიქოლოგის რეკომენდაციები განსაკუთრებული ბავშვების მშობლებს
• მიეცით ბავშვს შესაძლებლობა იგრძნოს თავისი კარგი თვისებები – რომ ის არის კეთილი, სამართლიანი, გამბედავი…. . .
• მიეცით ბავშვს შესაძლებლობა იგრძნოს თავისი წარმატებულობა, თუნდაც საქმიანობის მცდელობის გამო.
•ბავშვის დადებითი თვისებები უნდა შეაფასოს მისთვის მნიშვნელოვანმა პირმა – უფროსმა ან თანატოლმა.
• შეფასებისას იმოქმედეთ ე. წ. სენდვიჩის პოლიტიკით: ჯერ აღნიშნეთ კარგი, შემდეგ გამოხატეთ სინანული ნაკლზე, რომელიც შენიშნეთ, და ბოლოს გამოხატეთ იმედი, რომ თუ ეს ნაკლი გამოსწორდება, ყველაფერი რიგზე იქნება.
• ბავშვთან საუბრისას ხაზი გაუსვით იმას, რისი გაკეთებაც ბავშვს შეუძლია და არა იმას, რაც მას არ შეუძლია.
• ბავშვს დავალება /საქმიანობა/ შეურჩიეთ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
• საქმიანობისას ბავშვს მიეცით შესაძლებლობა ჰქონდეს თქვენი თანადგომისა და მხარდაჭერის იმედი.
• საქმიანობისას დაეხმარეთ ბავშვს, მაგრამ ისე, რომ ის მუდმივად ბავშვად არ დარჩეს